მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო და ევროკავშირი დღეიდან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დიალოგს იწყებენ

საქართველო და ევროკავშირი დღეიდან უვიზო მიმოსვლის საკითხზე დიალოგს იწყებენ. ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე სამუშაო ვიზიტს დღეიდან საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში იწყებს. 
'დღეს 4 ივნისს, ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ის საშინაო საქმეთა ევროკომისარს სესილია მალმსტრომს შეხვდება. შეხვედრის დროს მოხდება საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ დიალოგის გახსნა', - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ. 
მისივე განმარტებით, დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანია, რადგან ის შესაბამისი სამოქმედო გეგმის აღსრულების საფუძველზე, სამომავლოდ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები