მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო დსთ-ს ორი შეთანხმებიდან გამოვიდა

საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების საწარმოებისა და დარგების საწარმოო კოოპერაციის განვითარების ზოგადი წესებისა და მხარდაჭერის მექანიზმის შესახებ შეთანხმებიდან გამოვიდა.
პრეზიდენტის შესაბამისი №179-ე ბრძანებულება 9 მარტს გამოქვეყნდა.
'შეწყდეს საქართველოს მიმართ 'დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების საწარმოებისა და დარგების საწარმოო კოოპერაციის განვითარების ზოგადი წესებისა და მხარდაჭერის მექანიზმის შესახებ' 1993 წლის 23 დეკემბრის შეთანხმების დროებით გამოყენება', - აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეატყობინებს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების საქართველოს მიერ დროებით გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.
პრეზიდენტის 178-ე ბრძანებულებით კი საქართველო გამოდის დსთ-ს მონაწილე სახელმწიფოების საწარმოებისა და დარგების საწარმოო კოოპერაციის განვითარების ზოგადი წესებისა და მხარდაჭერის მექანიზმის შესახებ შეთანხმებიდანაც. 
'შეწყდეს საქართველოს მიმართ 'დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების საწარმოებისა და დარგების საწარმოო კოოპერაციის განვითარების ზოგადი წესებისა და მხარდაჭერის მექანიზმის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის მექანიზმის თაობაზე' 1994 წლის 15 აპრილის ოქმის დროებით გამოყენება', - აღნიშნულია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
ბრძანებულების მიხედვით, ხელშეკრულებიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დეპოზიტარს შეატყობინებს. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები