მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციას შეუერთდა

საქართველო დღეს,  რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, სირიის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციას შეუერთდა. ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა .
ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 23 ივლისს მიიღეს გადაწყვეტილება სირიისთვის შეირაღების მიწოდების კუთხით ემბარგო დაეწესებინათ. შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი შეამოწმებს იმ გემებს და საჰაერო ხომალდებს, რომლებიც ეჭვმიტანილები იქნებიან სირიისთვის იარაღის მიწოდებაში.
სანქციის მე-17 მუხლით, სირიელი ფიზიკური და იურიდიული პირების საკმაოდ დიდი წრეს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ და მათი აქტივები ევროპაში გაიყინება. 'შავ სიაში' სირიის 52 კომპანია და 155 მოქალაქე მოხვდა.
საქართველოს გარდა,  აღნიშნულ სანქციას დღეს მხარი დაუჭირეს შემდეგმა ქვეყნებმა: ხორვატია, მაკედონია, ჩერნოგორია, ისლანდია, სერბეთი, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და მოლდოვა.
ევროკომისარმა უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა საქართველოს და დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც ამ სანქციას შეუერთდნენ, მადლობა გადაუხადა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები