მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო ტელერადიოკომპანია 'მირთან' დაკავშირებული შეთანხმებიდან გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა 'სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია 'მირის' საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ' შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულება გამოსცა. 
შესაბამისი ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. პრეზიდენტის ბრძანებულებაში აღნიშნულია:
'1. შეწყდეს საქართველოს მიმართ 1993 წლის 24 დეკემბერს ქ. აშხაბადში ხელმოწერილი 'სახელმწიფოთაშორისი ტელერადიოკომპანია 'მირის' საქმიანობის შეუფერხებელი და დამოუკიდებელი განხორციელების საერთაშორისო-სამართლებრივი გარანტიების შესახებ' შეთანხმების მოქმედება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე'. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები