მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქართველო vs ბოსნია - გადამწყვეტი ბრძოლა თბილისში

მთავარი კითხვა, რომელიც დღევანდელი მატჩის წინ დგას ესაა: ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია, რომელსაც კუნთის ტრავმამ რუმინეთთან ბოლო მატჩიც გამოატოვებინა და ვერც გუშინ შეძლო სრული დატვირთვით ვარჯიში. 'ატლანტა ჰოუქსის' ცენტრი საქართველოს ნაკრების ლიდერი და მისი ძლიერების საფუძველია, რომლის მოედანზე ყოფნაც გუნდის სახეს სრულიად ცვლის.

კაპიტანი დღეს განსაკუთრებით დაგვჭირდება, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი ბრძოლა გველის მთავარ კონკურენტ ბოსნია ჰერცეგოვინასთან. ამ შეხვედრის ანგარიში დიდ ზეგავლენას მოახდებს D ჯგუფის განლაგებაზე და სლოვენიაში გასამგზავრებელი საგზურების განაწილებაზე. 

თამაში თბილისის სპორტის სასახლეში 19.00 საათზე იწყება და საქართველოს ნაკრებს ერთგული გულშემატკივრების განსაკუთრებული მხარდაჭერის იმედი აქვს - ლატვიასთან საშინაო შეხვედრაშიც კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, თუ როგორ შეგვიძლია ქართველებს საყვარელი გუნდის გვერდში დგომა, იმ დღეს გულშემატკივარი მართლაც მე-6 მოთამაშე იყო და მჯერა, რომ დღესაც ასე იქნება.

ზაზა ფაჩულია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): „სამწუხაროდ რუმინეთის თამაშის შემდეგ ტრავმის მხრივ დიდი პროგრესი არ ყოფილა, თუმცა ვნახოთ, შევძლებ თუ არა ასპარეზობას. ეს საკითხი მაინც კითხვის ნიშანის ქვეშ დგას. რაც შეეხება ბოსნიას, საკმაოდ კარგი გუნდია. სამ მოთამაშეს გამოვარჩევდი: მირზა ტელეტოვიჩს, მიჰათ დედოვიჩს და ამერიკელ ზაკ რაიტს. ბოსნიაში გახსოვთ როგორი დაძაბული ბრძოლა იყო. ახლა სახლში ვთამაშობთ და ეს უპირატესობა უნდა გამოვიყენოთ'.

მირზა ტელეტოვიჩი (ბოსნიის ნაკრების ლიდერი): 'ყველამ კარგად ვიცით, თუ რას უნდა ველოდეთ საქართველოს ნაკრებისაგან მის საშინაო არენაზე. მათ სარაევოში აჩვენეს, რომ ჯგუფის უძლიერესი გუნდი არიან. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია თბილისში, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები ჯოჯოხეთურ ატმოსფეროს უქმნიან მეტოქეებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 40 წუთის განმავლობაში 100 პროცენტით დავიხარჯოთ და ავიცილოთ თავიდან ის შეცდომები, რაც პირველ შეხვედრაში დავუშვით.'

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები