მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქსტატი: 2011 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის' მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით,  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წელს 1.1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 37%-ით აღემატება 2010 წლის დაზუსტებულ მონაცემებს.

„საქსტატის' წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა შარშან 980.1 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც დაზუსტების შედეგად გაზრდილია. 
 
„საქსტატის' ინფორმაციით, 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი ნიდერლანდებიდან შემოვიდა - 241.8 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 138 მლნ აშშ დოლარით; დანია - 97.2 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი - 75.5 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი - 55.4 მლნ აშშ დოლარით; გაერთიანებული სამეფო - 55 მლნ აშშ დოლარით; ჩეხეთის რესპუბლიკა - 46.6 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი - 43.4 მლნ აშშ დოლარით; ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები - 42.1 მლნ აშშ დოლარით.

„საქსტატის' მონაცემებით, 94.9 მილიონი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები „საერთაშორისო ორგანიზაციებზე' მოდის.

გასულ წელს უძრავმა ქონებამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი მოიზიდა - 224.8 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ენერგეტიკა - 204 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი - 167.7 მლნ აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 126.5 მლნ აშშ დოლარი; გადამამუშავებელი მრეწველობა - 120.3 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა - 48.1 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა - 40.2 მლნ დოლარი; რესტორნები და სასტუმროები - 22.7 მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვა - 16.8 მლნ აშშ დოლარი და სოფლის მეურნეობა - 14.9 მლნ აშშ დოლარი.

„საქსტატის'  წინასწარი მონაცემების თანახმად, 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 269.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სივილ ჯორჯია 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები