მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქსტატი: 2011 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 337 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა

 

„საქსტატის' მიერ 9 მარტს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის მეოთხე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 58%-ით გაიზარდა და 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 173.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, მეორე კვარტალში ეს ოდენობა 203.4 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო მესამე კვარტალში 266 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა - ყველა ეს მონაცემი წინასწარია და „საქსტატის' ინფორმაციით, დაზუსტებას ექვემდებარება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი 2011 წლის მეოთხე კვარტალში ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიებიდან შემოვიდა - 78.7 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ლუქსემბურგი - 33.4 მლნ აშშ დოლარი; აშშ - 32.8 მლნ აშშ დოლარი; ბელიზი - 31 მლნ აშშ დოლარი; ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები - 27 მლნ აშშ დოლარი; იაპონია - 17.3 მლნ აშშ დოლარი; კვიპროსი - 13.5 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი - 13 მლნ აშშ დოლარი; ავსტრია -9.8 მლნ აშშ დოლარი.

„საქსტატის' მონაცემებში 51.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები „საერთაშორისო ორგანიზაციებზე' მოდის. 
 
2011 წლის მეოთხე კვარტალში ენერგეტიკის სექტორმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ნაწილი - 79.1 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა; შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -  56.6 მლნ აშშ დოლარით; საფინანსო სექტორი - 53.9 მლნ აშშ დოლარით; გადამამუშავებელი მრეწველობა - 53.2 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება - 44.7 მლნ აშშ დოლარით;  სამთომოპოვებითი მრეწველობა - 24.4 მლნ დოლარით; სოფლის მეურნეობა - 4.4 მლნ აშშ დოლარით; მშენებლობა - 3.7 მლნ აშშ დოლარით.

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები