მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> საქსტატმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

„საქსტატის' მიერ 10 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11.7%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 219.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

 
მართალია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის ეს მაჩვენებელი 18.6%-იანი კლებაა პირველ კვარტალთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით,  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2012  წლის პირველ 6  თვეში 488  მლნ.  აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.6%-იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წინასწარი მონაცემებით, 2012 წლის მეორე კვარტალში ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიების მიერ განხორციელებულმა ინვესტიციების წილმა 37.2%, ანუ 81.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის ამერიკის შეერთებული შტატები (24.8 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (21 მილიონი აშშ დოლარი).

მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემდეგნაირად გადამაწილდა ეკონომიკური სექტორების მიხედვით: ენერგეტიკა (74.9 მილიონი აშშ დოლარი); ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (58.1 მილიონი აშშ დოლარი); დამამუშავებელი მრეწველობა (42 მილიონი აშშ დოლარი) და საფინანსო სექტორი (18.6 მილიონი აშშ დოლარი).

სივილ ჯორჯია

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები