მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სახალხო დამცველი პატიმართა წამების ფაქტზე მთავარ პროკურორს მიმართავს

სახალხო დამცველი, ტელეკომპანიებით გავრცელებულ პატიმართა წამების ფაქტებზე, დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით.

„ჩვენ არაერთ ანგარიშში მივუთითებდით ამ დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა საგამოძიებო ორგანოებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ, რაც მსგავსი დანაშაულის წახალისების სტიმულად იქცა. მივიჩნევ, რომ გავრცელებული კადრებში მოცემული ფაქტები დამთრგუნველი და აღმაშფოთებელია და ადასტურებს სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ კონკრეტული დანაშაულთა ჩადენას. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა თანხმობის (მათ შორის მდუმარე თანხმობის) გარეშე მსგავსი ქმედების ჩადენა შეუძლებელია. შესაბამისად მივიჩნევთ, რომ გამოძიებისას უნდა დადგეს დაწესებულების ხელმძღვანელ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც, მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას გამო',- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე, გიორგი ტუღუში გამოძიების დასრულებამდე, ყველა იმ მოხელისთვის  სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის  #8 დაწესებულებაში მუშაობდა.

„გამომდინარე ზემოთქმულიდან, მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე და დროულად გატარდეს ეფექტური ღონისძიებები ბრალდებულთა იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამავდროულად მივიჩნევ, რომ აუცილებელია გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს ყველა იმ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სასჯელაღსრულების სისტემაში საქმიანობას',- ნათქვამია განცხადებაში.  

internet.ge 

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები