მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სახალხო დამცველი საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ითხოვს

სახალხო დამცველი სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვე­წას ითხოვს. აღნიშნულ რეკომენდაციაზე გიორგი ტუღუშის ანგარიშშია საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ჯანდაცვის კერძო სადაზღვევო სისტემაზე გადასვლის გამო აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან მარეგულირებელი მექანიზმები გაძლიერდეს. გიორგი ტუ­ღუში მიიჩნევს, რომ ეროვნული კანონმდებლობა დაზღვევისას დისკრიმინაციის აკრძალვას უნდა ითვალისწინებდეს.

სახალხო დამცველი რეკომენდაციას იძლევა, გადაიხედოს საქართველოს კანონმდებლობა ჯანდაც­ვის სფეროში მიმდინარე რეფორმის და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისა და ადეკვა­ტურობის უზრუნველსაყოფად; გაძლიერდეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის სადაზღვევო კულტურის ამაღლების მიზნით; ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შეიქმნას ეფექ­ტური სისტემა, რომელიც გამორიცხავს ხელმისაწვდომობის პრობლემას დაზღვევის შესყიდვისას და არათანაბარი მოპყრობის ფაქტებს, განსაკუთრებით 3-დან 60-წლამდე და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის შემთხვევაში; დაიხვეწოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედი­ცინო დაზღვევის პროგრამა მედიკამენტებზე ხარჯების ანაზღაურების თვალსაზრისით; სამედიცი­ნო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, შემუშავდეს მეტი რაოდენობით ეროვნული რეკო­მენდაცია (გაიდლაინი) და გახდეს ერთგვარად სავალდებულო გამოსაყენებლად; ამაღლდეს ჯან­დაცვის პერსონალის ცნობიერება ინფორმირებული თანხმობის, კონფიდენციალობის, გადაუდებე­ლი სამედიცინო დახმარებისა და პაციენტის სხვა უფლებების შესახებ. ამ უფლებათა დარღვევი­სას, დაისვას ჯანდაცვის პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტი მაისში განიხილავს.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები