მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციით მიმართავს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმრების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით რეკომენდაციით ხათუნა კალმახელიძეს მიმართავს.
გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს თხოვს, შეისწავლოს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული პრობლემები და მოახდინოს მათზე ადეკვატური რეაგირება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის ოფისიდან აცნობეს, სახალხო დამცველს კოლექტიური განცხადებებით მიმართეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა. განცხადებებში ისინი მიუთითებენ, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ირღვევა მათი უფლებები. კერძოდ, გართულებულია ექიმთან შეხვედრის პროცედურა. დაწესებულებაში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პატიმარმა განცხადებით უნდა მიმართოს სამედიცინო პერსონალს, ხოლო შემდეგ დაელოდოს გადაწყვეტილებას. ამასთან, ისინი არც სათანადო მედიკამენტებით არიან უზრუნველყოფილნი.
პატიმრები აღნიშნავენ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება პატიმრობის კოდექსით დადგენილი რეგულარობით (კვირაში ორჯერ) მიიღონ შხაპი. წყალი საკნებში გაურკვეველი გრაფიკით მიეწოდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის კოდექსით ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა 1-იდან 2 საათამდეა, მათ მხოლოდ 30 წუთით სარგებლობის უფლებას აძლევენ.
ნაცვლად ერთი საათისა, სუფთა ჰაერზე ყოველ დღე მხოლოდ 15 წუთით გაყავთ, რა დროსაც ზედამხედველები მათ უხეშად და დამამცირებლად ექცევიან.
პატიმართა თქმით, მათ არაერთხელ სცადეს აღნიშნული პრობლემების შესახებ წერილობით მიემართათ სახალხო დამცველისთვის, თუმცა, დაწესებულებიდან განცხადებები არ იგზავნება.
დაწესებულების ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა საკნებში ტელევიზორების დაშვების თაობაზე.

ინტერპრესნიუსი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები