მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'სახალხო კრება' ხალხის მოლოდინში

'საზოგადოებრივი მაუწყებლის' პირდაპირი ეთერი და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს მოთხოვნები წამოაყენა 'სახალხო კრებამ' საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.

აქციების დაწყების დღიდან 'მეორე არხი' მანიფესტაციის მიმდინარეობას უწყვეტ რეჟიმში გადასცემს. 'სახალხო კრების' ლიდერებს ტელეკომპანია 'მაესტროც' უხვად უთმობს ეთერს.

'სახალხო კრების' ლიდერები აქციების პირველივე დღეს ამბობდნენ, რომ შემუშავებული აქვთ თანამიმდევრული გეგმა, სწორედ ამ გეგმის მიხედვით იმოქმედებენ და მი­აღწევენ შედეგს - ხელისუფლების შეცვლას. საპროტესტო აქციის მეორე დღეს ირაკლი ბათიაშვილმა ჟურნალისტებ­თან საუბრისას თითქმის იგივე განაცხადა, თუმცა არც მე­დიისთვის და არც აქციის მონაწილეებისთვის არ უცნობე­ბია, რას გულისხმობს მისი გუნდი გეგმებში. ამ დროისთ­ვის კი ცნობილია, რომ 'სახალხო კრება' მომხრეების შემო­მატებას დღეს 15:00 საათამდე ელოდება. აქტივისტების ის რაოდენობა, რომელიც მანიფესტაციას ესწრებოდა, ნი­ნო ბურჯანაძის თქმით, გადამწყვეტი ბრძოლის დასაწყე­ბად საკმარისი არ არის. ბურჯანაძე ხალხის ნაკლებობას იმით ხსნის, რომ მათი აქტივისტების დიდ ნაწილს აქციე­ბის დაწყებამდე საპარტულო პოლიციის თანამშრომლებ­მა 'სახალხო კრების' ბანერები წაართვეს და დააკავეს. 'აქ­ციას შემოუერთდა რეგიონული მომხრეების ნაწილი, რომ­ლებმაც ხელისუფლების მცდელობისა და წინააღმდეგო­ბის მიუხედავად, მოახერხეს და მაინც ჩამოვიდნენ,' - ამ­ბობს ნინო ბურჯანაძე.

გადაწყვეტილება, რომ მომხრეების შემომატებას დალო­დებობდნენ, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა მოკლე თათბირის შემდეგ გუშინ, დღის მეორე ნახევარში მიი­ღეს. მანამდე კი 'სახალხო კრების' აქციას 'ქართული პარ­ტია' შეუერთდა. გაერთიანების ლიდერ ლევან გაჩეჩილა­ძის გამოჩენას ხალხი ოვაციით შეხვდა. საზოგადოებისთ­ვის სიურპრიზი აღმოჩნდა ამ უკანასკნელის განცხადებაც, რომ მან ყველა ძველი წყენა დაივიწყა და ნინო ბურჯანა­ძეს საჯაროდ შეურიგდა.

'თუ ვინმეს უნდა საქართველოს ბედში გადაწყვეტილების მიღება, მზად ვართ, რომ ერთად გადავ­წყვიტოთ. პირადად მე, ლევან გაჩეჩილაძე, ვივიწყებ ყველაფერს ჩემი სამშობლოს გულისთვის და მინდა, ქალბატონ ნინოს თქვენ თვალწინ ხელი ჩამოვართვა,' - დასძინა ლევან გაჩეჩილაძემ.

'ეს ხელის ჩამორთმევა, რომელიც პირდაპირ ეთერში მთელმა საქართველომ იხილა, არის გლო­ვის ზარი მიხეილ სააკაშვილისთვის. ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა მის თვალებს და­ენახა. ის შრომა და გარჯა, რომელიც ბოლო წლებშია ჩადებული, შეიძლება არ დაფასებულა და სა­ბოლოო შედეგამდე არ მისულა. სწორედ ამიტომ, დღეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი მომენტი. ყველას მოვუწოდებ, ნუ დარჩებით სახლში. შესაძლოა, ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ რადგან დღეს აქ ვდგავართ, უნდა შემოგვიერთდეთ,' - მიმართა საზოგადოებას 'თავისუფალი საქართვე­ლოს' ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც აქციას ორი დღის წინ შეუერთდა. სწორედ ეს კონსოლიდა­ცია აღმოჩნდა მთავარი და დამატებითი სტიმულის მიმცემი 'სახალხო კრების' სხვა ლიდერების­თვის. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, გადამწყვეტი ბრძოლისთვის პოლიტიკური, საზოგა­დოებრივი ძალების და, საერთოდ, საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობა რაც უფრო გაიზრ­დება, შედეგის მიღწევა მით უფრო ადვილი გახდება. ასეთი სტრატეგიით მოქმედება კი ლოგი­კურ დასასრულამდე - ხელისუფლების უსისხლოდ შეცვლამდე მივა.

'ხელისუფლებასთან ყველანაირი ლაპარაკის, თხოვნის, მიმართვების დრო დამთავრებულია. სამი წლის განმავლობაში ამ ხელისუფლებამ არც ხვეწნა-მუდარა არ შეისმინა. ქართველ ხალხის რისხ­ვას ვერასდროს გააჩერებთ. და თუ დღეს აქ თბილისის და თბილისელების ნაკლებობაა, თბილი­სი და თბილისელები დღეს აქ გაჩნდებიან,' - ასე მიმართა 'ქართულ პარტიასთან' ერთად სცენაზე ასულმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იმავე 'უცნობმა' მომიტინგეებს. ამასთან, გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების მოგვარებისთანავე, ის 'მაესტროს' ეთერით მაყურებელს ახალ გა­დაცემას - რეალითი შოუს შესთავაზებს.

მოგვიანებით კოსტავას ქუჩაზე 'ქართული პარტიის' დანარჩენი ლიდერები - სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილიც გამოჩდნენ, რომლებმაც 25 მაისი დააანონსეს. ამ დღეს 'ქართული პარტია' ავლაბრის მოედანზე საკუთარ აქციას გამართავს და პირობას დებს, რომ გამოსვლას ირაკლი ოქრუ­აშვილიც დაესწრება. 'ქართული პარტიისთვის' ხელისუფლების დასასრული სწორედ ამ დღეს­თან ასოცირდება.

ვიდრე 25-ში ახალი ეტაპი დაიწყება, 'სახალხო კრება' თავის გეგმას მიჰყვება და 'საზოგადოებრი­ვი მაუწყებლის' შენობასთან აქციებს აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ

დემონსტრანტებმა, პირდაპირი ეთერის მოთხოვნით, თავისუფლების მოედნიდან 'საზოგადოებ­რივი მაუწყებლის' შენობასთან აქციის პირველივე დღეს გადაინაცვლეს. 'დემოკრატიული მოძრა­ობის' ლიდერი ნინო ბურჯანაძე და 'სახალხო კრების' აღმასრულებელი საბჭოს რამდენიმე წარმო­მადგენელი სამეურვეო საბჭოს წევრებთან მოსალაპარაკებლად ტელევიზიის შენობაში შესვლას აპირებდნენ, თუმცა პირდაპირი ეთერი შენობაში შესვლის გარეშე მიიღეს. 'კრების' ხელმძღვანე­ლებმა სწორედ ამის შემდეგ წამოაყენეს მეორე მოთხოვნა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ლიდერები ამბობენ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ისინი 'სახალხო კრების' მხარდამჭერები არიან.

'ამ ადამიანების სახელები და გვარები, თითქმის ყველასი, დიპლომატიურ კორპუსს გადაეცა და მონიტორინგს ისინი განახორციელებენ. გარდა ამისა, მათ დასაცავად საქმეში 'ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა' და საზოგადოებრივი სოლიდარობის წევრები ჩაერთვნენ. ჩვენ მათ არ მივატოვებთ. ჩვენ არ ვაპატიებთ ამ ხელისუფლებას დამოუკიდებელ საქართველოში ნეობოლშე­ვიზმის აღდგენას, არ ვაპატიებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებების შელახვას,' - განაცხადა ბურ­ჯანაძემ.

საქართველოს მომავლის განსაზღვრაში ახალგაზრდების დიდ როლს ხედავს 'სახალხო კრების' თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი. მისი თქმით, დღევანდელი სწორი არჩევანი, ენერგია და აქ­ტიური პატრიოტიზმი ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის გარანტიაა. 'ხელისუფლების ვერანაირი მოქმედება ვერ შეუშლის ხელს ხალხის ნების აღსრულებას. 'სახალხო კრებას' შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებულია მოვლენათა განვითარების ყველა შე­საძლო სცენარი და მოგიწოდებთ, რომ არ აყვეთ პროვოკაციებს, ეს მხოლოდ სააკაშვილის წისქ­ვილზე დაასხამს წყალს. იმოქმედეთ 'სახალხო კრების' შტაბის მითითების სრული დაცვით,' - გა­ნაცხადა გაფრინდაშვილმა.

24 საათი

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები