მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'სახალხო კრება' ხელისუფლების შესაცვლელად საპროტესტო აქციებს იწყებს

'სახალხო კრება' დღეიდან ხელისუფლების შესაცვლელად საპროტესტო აქციებს იწყებს. საპროტესტო აქციები ერთდროულად თბილისში , თავისუფლების მოედანზე და ბათუმში, ერას მოედანზე 15:00 საათზე დაიწყება. 
'სახალხო კრების' აღმასრულებელი საბჭოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 'სახალხო კრების' სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი და ათიათასობით მხარდამჭერი. მათივე ცნობით, კრებას შემუშავებული აქვს თანმიმდევრული მოქმედების გეგმა, გათვალისწინებულია ყველა სცენარი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოვლენები განვითარდეს. 
'ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნებისთვის და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ არის შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. 21 მაისს იწყება სააკაშვილის რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად გადამწყვეტი ბრძოლა! ჩვენ ვიბრძვით მამულისთვის! ჩვენ ვიბრძვით ღირსეული მომავლისთვის!',-ნათქვმია 'სახალხო კრების' განცხადებაში. 
'დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ კი წუხელ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 'ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან რევოლუციას, მიიღებს ძალისმიერ რევოლუციას'. 'სააკაშვილს ჰყავს ამერიკელი მრჩევლები და მათ დიდი ამერიკელის - ჯონ კენედის სიტყვებიც უნდა უთხრან - ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან რევოლუციას, მიიღებს ძალისმიერ რევოლუციას',-აღნიშნა ბურჯანაძემ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები