მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'სახალხო კრება' 26 მაისთან დაკავშირებით საზოგადოებრივი სგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხარს უჭერს

 

'სახალხო კრება' 26 მაისთან დაკავშირებით საზოგადოებრივი სგამოძიებო კომისიის შექმნის იდეას მხარს უჭერს. ამის შესახებ კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

'სახალხო კრება დაინტერესებულია ობიექტური გამოძიება ჩატარდეს არა მხოლოდ 26 მაისის ირგვლივ, არამედ ჩვენ გვსურს სრულყოფილი გამოძიება 21-26 მაისის და მისი წინა ან შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენების ირგვლივ. კრება დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოსახლეობამ და მსოფლიო თანამეგობრობამ იცოდეს სიმართლე', - ნათქვამია განცხადებაში.

კრების ინფორმაციით, აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნინო ბურჯანაძემ ბრიუსელში მისი ვიზიტის დროსაც დააყენა საკითხი 26 მაისის მოვლენების გამოძიების მიზნით საერთაშორისო კომისიის შექმნაზე.

'საკითხზე მუშაობა მომავალში გაგრძელდება, რაც ბუნებრივია არა თუ გამორიცხავს საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით, კვალიფიციური იურისტებით და ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწეებით დაკომპლექტებული საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნას, არამედ პირიქით, წაადგება საერთაშორისო კომისიის შემდგომ მუშაობას' - წერს 'სახალხო კრება'.

ჯეონიუსი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები