მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთთან შეთანხმების გაუქმების ინიციატივას მხარს უჭერს

ამერიკა-რუსეთის დაპირისპირება - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს სენატორების ინიციატივას რუსეთთან შეთანხმების გაუქმების შესახებ, რომელიც ვერტმფრენების ყიდვას ეხება.

განცხადება ამის შესახებ ვიქტორია ნულანდმა გააკეთა. მისი თქმით, შტატებს ასეთი პოზიცია რუსეთის მიერ სირიისთვის იარაღის მიყიდვის გამო აქვს.

სენატორები კონტრაქტის შეჩერებას იმ რუსულ კომპანიასთან ითხოვენ, რომლისგანაც ავღანეთის ოპერაციის მოსამარაგებლად ვერტმფრენებს ყიდულობენ.

ვიქტორია ნულანდმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასა და ჯექსონ-ვენიკის შეთანხმებაზეც ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ეს შეთანხმება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელშეკრულების წესდებასთან შესაბამისობაში არ მოდის.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები