მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სერბეთის პრეზიდენტი პუტინს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებას დაჰპირდა

რუსეთი სერბეთს კრედიტად 800 მილიონ დოლარს გამოუყოფს, სანაცვლოდ კი სერბეთმა, შესაძლოა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

ამ საკითხებზე მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სერბეთის ახალმა პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა და ვლადიმერ პუტინმა ისაუბრეს. რადიო „ეხო მოსკვისთან' ინტერვიუში კი ნიკოლიჩმა დაადასტურა, რომ სერბეთის პარლამენტმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში განიხილოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების საკითხი.

ტომისლავ ნიკოლიჩი სერბეთის პრეზიდენტად 2012 წლის 20 მაისს აირჩიეს. ის თავიდანვე ცნობილი იყო, როგორც პრორუსული კანდიდატი. ნიკოლიჩმა არჩევისთანავე განაცხადა, რომ რუსეთში ვიზიტს გეგმავდა. მოსკოვში ჩასულმა კი ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ  სერბეთი არ აპირებს ნატოში შესვლას და ოცნებობს, რომ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი გახდეს.

internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები