მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სერბი ექსპერტი: სერბეთის პარლამენტი აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას არ აღიარებს

სერბი ექსპერტი, საგარეო-პოლიტიკური მიმომხილველი ბოშკო იაკშიჩი, თვლის, რომ  სერბეთის ახალი პრეზიდენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის განცხადება, სერბეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესაძლებლობის შესახებ, „სერბეთის, სულ მცირე, დღევანდელ დღემდე არსებულ ოფიციალურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება'. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა.

ბოშკო იაკშიჩმა აღნიშნა, რომ საეჭვოა, პარლამენტმა ასეთი მნიშვნელობის საგარეო პოლიტიკური  ცვლილება დაამტკიცოს.

სერბეთის ახალმა პრეზიდენტმა, ტომისლავ ნიკოლიჩმა, 26 მაისს, რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთან' საუბარში განაცხადა, რომ  სერბეთმა, შესაძლოა, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების საკითხი განიხილოს. 

ნიკოლიჩის განცხადებას კმაყოფილებით შეხვდა აფხაზური მხარე. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერ ვალერი ბგანბას თქმით „ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. იმედს ვიქონიებთ, რომ ჩვენი საკითხი პოზიტიურად იქნება განხილული. რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუკი სერბეთი, კოსოვოს პრობლემის მიუხედავად, აფხაზეთს აღიარებს' - განაცხადა ბგანბამ.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები