მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სერგეი ლავროვი და ბაღაფში უვიზო მიმოსვლის შესახებ ნოტებს გაცვლიან

რუსეთი და აფხაზეთი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ოფიციალურად შემოიღებენ. 'როსბალტის' ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სოხუმში მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შეხვედრისას განაცხადა. 
'დღეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხდება. ჩვენ გავცვლით ოფიციალურ ნოტებს, რომელიც უვიზოდ მიმოსვლის საშუალებას იძლევა. თუმცა, მანამდეც საკმარისი ზომები იყო მიღებული, რათა ჩვენი მოქალაქეები ერთმანეთთან კომფორტულად გადაადგილებულიყვნენ' - განაცხადა ლავროვმა, რომელიც დღეს სოხუმს ეწვია.
თავის მხრივ ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამოცდილება ყოველთვის სასარგებლო და საინტერესოა სოხუმისთვის.
აფხაზეთსა და რუსეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება 2009 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა, რომელიც ძალაში 30 დღეში უნდა შესულიყო, თუმცა დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, მისი რატიფიცირება გადაიდო.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები