მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სერგეი ლავროვი - რუსეთი სავიზო რეჟიმს გააუქმებს, თუ საქართველო კანონს შეცვლის

რუსეთი მზადაა, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან, თუ თბილისი შეცვლის კანონს 'ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ' , - 'ინტერფაქსის' ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რუსეთი საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. 
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ უნდა განიხილებოდეს იმ ყველაფრის კონტექსტში, რასაც საქართველო რუსეთის მისამართით აკეთებს. 
ლავროვმა გამოსვლაში ისიც გაიხსენა, რომ გასულ წელს თბილისმა სავიზო რეჟიმი ჩრდილოკავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა და აღნიშნა, რომ ეს 'ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაცია იყო'. 
'როდესაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე ამიერიდან საქართველოში შესვლას ვიზების გარეშე შეძლებს, მას დაავიწყდა, რომ საქართველოში მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი პირი, ვინც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს სწვევია, სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება', - განაცხადა ლავროვმა. 
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები ამ კანონმა უკვე დააზარალა.
'ჩვენ ახლა ვცდილობთ, ისინი შვეიცარიელების მეშვეობით გამოვიხსნათ, რომლებიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენენ', - აღნიშნა ლავროვმა. 
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას გამოვიდა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები