მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სექს-სკანდალის გამო, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი თანამდებობიდან გადადგა

ამერიკის შეერჩებულ შტატებში რეზონანსული სკანდალი აგორდა - ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი, დევიდ პეტრეუსი თანამდებობიდან ქორწინების გარეშე კავშირის გამო გადადგა. ამის შესახებ გენერალმა წერილში თავის ახლა უკვე ექს-კოლეგას მოუთხრო, წერილის ტექსტს კი „ნიუ იორკ თაიმსი' აქვეყნებს.

„მე დაქორწინებული ვიყავი 37 წელი, მიუხედავად ამისა, გამოვიჩინე უპასუხისმგებლობა და ქორწინების გარეშე კავშირი დავამყარე. ასეთი საქციელი დაუშვებელია, როგორც ქმრისა და როგორც ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. დღეს, დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩემი გადაყენების შესახებ' - განაცხადა პეტრეუსმა. 

როგორც გაზეთი აღნიშნავს, პეტრეუსმა ეს გადაწყვეტილება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მას შემდეგ მიიღო, რას მისი ქორწინების გარეშე კავშირი გამოძიები ფედერალური ბიუროსთვის გახდა ცნობილი. შეიტყვეს რა იმის შესახებ, რომ მას საყვარელი ჰყავდა, მოხდა მისი ელექტრონული მიმოწერის მონიტორინგი. მაღალჩინოსნის ელ-ფოსტა, მისი უსაფრთხოების მიზნით, უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მოწმდებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ მისი გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო.

დაზვერვის ხელმძღვანელის რჩეული პოლი ბროადუელი აღმოჩნდა, რომელიც გენერლის ბიოგრაფიული წიგნის ავტორია. ბროადუელმა, ისივე როგორც პეტრეუსმა და მისმა მეუღლემ, ჰოლიმ, ცნობილი სამხედრო აკადემია დაამთავრეს ვესტ-პოინტში. ქალბატონი დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს.

პეტრეუსი ცსს-ს უკვე წელიწადზეა მეტია ხელმძღვანელობდა. ის ამ პოსტზე, დაახლოებით ერთი წლის წინ ბარაკ ობამამ წარადგინა, მას შემდეგ, რაც ყოფილი შეფი ლეონ პანეტა სამუშაოდ პენტაგონში გადავიდა.

პეტრეუსის გადადგომის შემდეგ კი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის ფუნქციებს, დირექტორის მოადგილე მაიკლ მორელი შეასრულებს, რომელიც მცირე ხნით უკვე ხელმძღვანელობდა ამ ორგანიზაციას, პანეტას გადადგომის მერე.

ჯი-ეიჩ-ენი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები