მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სვანეთი, ბიძინამ, ვიქტორ ჯაფარიძის სანათესაოს უფეშქაშა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი  გოგა ხაჩიძე,   „ქართული ოცნების'  ნეპოტიზმის ფაქტების თემას აგრძელებს.  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე,  მან სია გამოაქვეყნა. სია იმდენად  „თვალწარმტაცია'  რომ კომენტარი ზედმეტია.

„მესტიის გამგეობის აპარატში სულ არის 48 საშტატო ერთეული.  ახალი გამგებლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის დანიშვნის მერე,  16 ადამიანი გაათავისუფლეს გამგეობის აპარატიდან. აგრეთვე,  13 სოფლის რწმუნებული (სულ 16 რწმუნებულია) და 28 რწმუნებულის თანაშემწე (სულ 32 თანაშემწე იყო).

 გამოთავისუფლებულ ადგილებზე,  დანიშვნა ხდება ერთადერთი კრიტერიუმით - დეპუტატ ვიქტორ ჯაარიძის ნათესაობა და მეგობრობა:

 - გამგებელი - კაპიტონ ჟორჟოლიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავია;

 - გამგებლის მოადგილედ დაინიშნა მაიზერ ჯაფარიძე - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი;

 -  გამგებლის მეორე მოადგილედ დაინიშნა ნელი ნავერიანი - ვიქტორ ჯაფარიძის რძალი;

 - გამგეობის აპარატის უფროსად დაინიშნა ლევან კიკვიძე - ვიქტორ ჯაფარიძის დის შვილი;

 - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს ვახტანგ ნაკანი - კაპიტონ ჟორჟოლიანის ბიძა (დედის ძმა) და მაიზერ ჯაფარიძის ცოლის ძმა;

 - სოციალური სამსახურის უფროსად დაინიშნა სოფო ჩხვიმიანი - ვიქტორ ჯაფარიძის რძალი (ბიძაშვილის ცოლი);

 - კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსად დაინიშნა თინათინ ფრუიძე - ვიქტორ ჯაფარიძის მეგობრის, ბადრი ფირცხელანის რძალი;

 - მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაინიშნა გეგი ქოჩქიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი (მაიზერ ჯაფარიძის დის შვილი);

 - საკრებულოს თავმჯდომარის მდივნად დაინიშნა გვანცა ფალიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი (მაიზერ ჯაფარიძის დის შვილი);

 - მესტიის პოლიციის უფროსად დაინიშნა ილო გერლიანი - ვიქტორ ჯაფარიძის ბიძაშვილი.

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები