მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სირიაში სროლა გრძელდება

სირიის უმსხვილეს ქალაქებში - დამასკოსა და ალეპოში სროლა გრძელდება. BBC-ის ცნობით, ალეპოში საცხოვრებელი სახლები სატანკო შენაერთებით დაცხრილეს. დამასკოში კი ისევ სახელისუფლებო ძალები გამაგრდნენ, თუმცა მთელი ქალაქის გაკონტროლებას ისინი ჯერ ისევ ვერ ახერხებენ. 
სახელმწიფო ტელევიზიით ვრცელდება კადრები, რომელშიც ათობით დაღუპული ჩანს. სახელისუფლებო არმია იერიშისთვის ემზადება და მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებს. 
სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლები უკვე წელიწადზე მეტია, მიმდიანრეობს. პროტესტი რამდენიმე თვეა, შეიარაღებულ შეტაკებებსა და სამოქალაქო ომში გადაიზარდა. დაღუპულია ქვეყნის 12 ათასზე მეტი მცხოვრები, 230 ათასი მოქალაქე კი დევნილია. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები