მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სირიის სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საზღვარს მიუახლოვდნენ

თურქეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, სირიის საზღვართან მომხდარი სამი ინციდენტის გამო საერთო განგაში გამოცხადდა. შესაბამისი სიგნალის მიღებისთანავე თურქეთის F-16-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი იქნა მობილიზებული, იტყობინება „როიტერი'.

თურქული მხარის თქმით, სირიის სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ, თუმცა ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინჯირლიკის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან 4 სამხედრო თვითმფრინავი მას შემდეგ დაიძრა, რაც თურქეთის სასაზღვრო პროვინციის, ჰატაის მახლობლად სირიული ვერტმფრენები შენიშნეს. დამატებით F-16 ტიპის კიდევ 2 მოდელი ბატმანის ბაზიდან იქნა გაშვებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით სირიულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები