მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სომალელი მეკობრეები ქართველებს სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაათავისუფლებენ

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული 15 ქართველი მეზღვაური სავარაუდოდ, თებერვლის ბოლომდე გათავისუფლდება . ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსს' ერთ-ერთი დაკავებული მეზღვაურის მამამ სერგო დევაძემ განუცხადა.
მისი თქმით, სომალელ მეკობრეებსა და გემთფლობელი კომპანიის ადვოკატს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს, ადვოკატი კი იძლევა გარანტიას, რომ მეკობრეები მეზღვაურებს თებერვლის ბოლომდე გაათავისუფლებენ.
'ინფორმაცია გათავისუფლების შესახებ ბერძნული კომპანიის ადვოკატმა მოგვაწოდა. მან მოგვცა გარანტია, რომ ბიჭები უმოკლეს ვადაში გათავისუფლდებიან, ადვოკატის თქმით, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.'- განაცხადა დევაძემ.
სომალელმა მეკობრეებმა 15 ქართველი მეზღვაური ხუთი თვის წინ დააკავეს, გემზე ქართველებთან ერთად 3 თურქი მეზღვაურიც იმყოფება. .

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/159098-somaleli-mekobreebi-qarthvelebs-savaraudod-thvis-bolomde-gaathavisufleben.htm

მ.ბ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები