მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკება მოხდა

დღეს დილით, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, 4 აზერბაიჯანელი და 3 სომეხი სამხედროა დაღუპული. არსებობს ცნობები დაჭრილთა შესახებაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

კონფლიქტის გარემოებებთან დაკავშირებით ორივე მხარე სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მათმა სამხედროებმა სომეხი დივერსანტები შეაჩერეს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური კი იტყობინება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია არსებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მათივე თქმით, აზერბაიჯანელი ჯარისკაცები სადავო ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ და მათი შეჩერება სომეხი სამხედროების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის შედეგად მოხერხდა.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები