მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტი უშედეგოდ დასრულდა

ყაზანში სომხეთ-აზერბაიჯანის სამიტი, რომელიც რუსეთის უშუალო ჩარევით გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. 
რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრიდან ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით, ე.წ. საგზაო რუკის მიღებას ელოდნენ, თუმცა სამიტი ჩაიშალა. 
'მხარეებმა მხოლოდ მოსაზრებები გაცვალეს. ქვეყნის მეთურებმა კონსტატირება გაუკეთეს ურთიერთგაგების მიღწევის თაობაზე მთელ რიგ საკითხებს, რომელთა გადაჭრა ხელს შეუწყობს ძირითადი პრინციპების მხარდაჭერას', - ნათქვამია სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. 
როგორც გამოცემა 'კომერსანტი' წერს, აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ძალიან ახლოს იყო თავის ყველაზე ხმაურიან საგარეო პოლიტიკურ გამარჯვებასთან და დოკუმენტის ხელმოწერას წინ არაფერი ედგა. რუსეთის პრეზიდენტი, როგორც რუსული მედია აღნიშნავს, აზერბაიჯანისა და სომხეთის შერიგებას საქართველოსთან ომის შემდეგ შეუდგა, როდესაც დასავლეთმა ის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაყინული კონფლიქტების თავისი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა და მკაცრად გააკრიტიკა. 
'კომერსანტის' ცნობით, მოსკოვი ყოველმხრივ ცდილობდა ამ კონფლიქტებიდან ერთ-ერთი კრემლის უშუალო მონაწილეობით მაინც გადაეჭრა. 
'თავდაპირველად, რუსეთი მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეცადა, თუმცა დნესტრისპირეთის პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. სწორედ ამის შემდეგ, კრემლი ყარაბაღის პრობლემით დაინტერესდა'.- წერს 'კომერსანტი' 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები