მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სომხეთმა გაეროში ხმა ქართული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა

ტუვალუ და ვანუატუ, რომლებმაც ადრე განაცხადეს, რომ აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამუკიდებლობას, იმ 60 სახელმწიფოს რიცხვში აღმოჩნდნენ, რომლებმაც გუშინ, ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ქართული რეზოლუციის პრექტს დაუჭირეს მხარი.

რეზოლუციის მოწინააღმდეგეთა სიაში კი პირველ რიგში რუსეთთან ერთად აღმოჩნდნენ: სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმა, სუდანი, ზიმბაბვე, სირია, შრი-კანკა, ვიეტნამი, სერბეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.

როგორც ცნობილია, გუშინ მხარდაჭერილი დოკუმენტით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მოუწოდა ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეებს გააქტიურონ ძალისხმევა მყარი მშვიდობის დასამყარებლად, შეთანხმდნენ ნდობის გამყარების უფრო ეფექტურ ზომებში და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რათა საკუთარ სახლებში დაბრუნებულ დევნილებს ცხოვრების ღირსეული საშუალება მიეცეთ. რეზოლუცია ასევე გულისხმობს დევნილთა დაბრუნების გრაფიკის შედგენას და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფას.

Internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები