მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოსო ცინცაძე - მოლაპარაკებებისთვის მოსკოვი ღია კარს ტოვებს

ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით რუსეთის პრემიერის დიმიტრი მედვედევის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის ღია კარს ტოვებს.

როგორც ცინცაძემ Prime Time News-ს განუცხადა, როგორც ჩანს,  მედვედევი ახალ ხელისუფლებას დიდ დამსახურებად არ უთვლის კონფრონტაციული ტონის შემცირებას.

'მედვედევის მთელ ამ ლირიკაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ერთი ფრაზაა. „რეალური გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით'. აქ ძირითადი საქართველოს პროდასავლური კურსია და ქვეყნის სწრაფვაა ნატოსკენ. მედვედევმა მიანიშნა ოფიციალურ თბილისს, რომ საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ და დეოკუპაცია იქნება შემაფერხებელი ფაქტორი. მედვედევი თავის განცხადებით მოლაპარაკებებისათვის ტოვებს ღია კარს. რუსეთს არ აღელვებს საშინაო პოლიტიკა საქართველოში. მას აღელვებს ერთი რამე, როგორი იქნება ახალი ხელისუფლების საგარეო ვექტორი, დარჩება ის ისეთივე როგორიც იყო სააკაშვილის დროს. როგორც ჩანს, მედვედევი ახალ ხელისუფლებას დიდ დამსახურებად არ უთვლის კომფრონტაციული რიტორიკის შემცირებას. ქართული მხარის გზავნილზე, სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე,   მედვედევი შედარებით თავშეკავებული იყო',-აცხადებს ცინცაძე.

რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა 'კომერსანტთან' ინტერვიუში საქართველოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

პრაიმტაიმი

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები