მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოსო ცინცაძე: უმრავლესობისძთვის უკეთსი იქნებოდა, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში გამოსულიყო

მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად მზად არ აღმოჩნდა, მიხეილ სააკაშვილი დღეს მოსახლეობას პარლამენტის ნაცვლად ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.

როგორც აღნიშნული ფაქტის კომემტირებისას პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ  „პრესა.ჯი'-ს განუცხადა, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის მოსმენაზე უარის თქნით უცხოელი თანამეგობრების თვალში ბევრი ქულა დაკარგა.

სოსო ცინცაძე: ურმავლესობის გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს მშვიდობიან თანაარსებობას და კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას. ჩემი აზრით, უმრავლესობისძთვის უკეთსი იქნებოდა, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში გამოსულიყო, რადგან უმრავლესობას საშუალება მიეცემოდა ყველა კრიტიკულ კითხვაზე პასუხი ქვეყნის პირველი პირისგან მოესმინა. ტაქტიკური თვალსაზრისით ვერ ვიტყოდი რომ უმრავლესობის ნაბიჯი მომგებიანი იყოს კოალიციისთვის.

პრესა.ჯი: ივანიშვილის გუნდმა პრეზიდენტის მასპინძლობაზე უარი ბოლო დღეს თქვა...

- უნაურია, იმიტომ რომ ორი დღით ადრე უმრავლესობის წევრები პრეზიდენტისთვის მწვავე შეკითხებვის დასასმელად მზად იყო, გუშინ კი რატომღაც გადაიფიქრეს, რაც პოლიტიკურად არასწორია. საზოგადოება სააკაშვილს დღეს მაინც მოუსმენს, რადგან მან ანგარიშის წარსადგენად სხვა გზა უკვე მონახა. მაგრამ ცუდია, რომ პრეზიდენტს პოლემიკაში არ მოუწევს არავისთან შესვლა. თუ უმრავლესობის მიზანი იყო სააკაშვილი ემხილა მის მართველობის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე, მათ ამის საშუალება ქონდათ თუმცა არ გამოიყენეს. ახლა კი რა გამოვიდა პრეზიდენტი თავის სათქმელს მაინც იტყვის. ამავე დროს ჩვენი უცხოელი მეგორების თვალში რომლებიც არცთუ ისე აღფრთოვანებულნი არიან მიმდინარე პროცესებით უმრავლესობამ ქულები დაკარგა. მათ თვალში პრეზიდენტი გამოვა უსამართლოდ დევნილი და დაჩაგრული, რომელსაც თავის ქვეყანაში პარლამენტშიც კი არ უშვენბენ და არ აძლევენ კონსტიტუციით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების საშუალებას. ასეთ დათქმებს კი კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. დაუშვათ რომ დღეს ცუდი კონსტიტუციაა და პრეზიდენტს ბევრი უფლება მიტაცებული აქვს, მაგრამ კანონი ხომ მაინც კანონია. დღეს პრეზიდენტი გაცილებით კარგ გარემოშია, მას 90 პოლიტიკური მოწინააღმდეგე არ ეყოლება.

პოლიტიკა ისეთი სფეროა სადაც ყველა ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო. უმრავლესობას შედეგზე უნდა ეფიქრა.

- თქვენი აზრით, უმრავლესობა პრემიერმა ხომ არ წაახალისა იმ განცხადებით, რომ მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში მოსასმენად არ მივიდოდა?

- ჩემი აზრით ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ივანიშვილმა პარლამენტში მისვლაზე უარი განაცხადა.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები