მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოსო ცინცაძე – ოქრუაშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ ოქროს მოწმე იქნება

ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს ძიებისთვის ოქროს მოწმე იქნება. ამის შესახებ 'ინტერპრესნიუსთან' ექსპერტმა სოსო ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება უდავოდ გახდება მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესების დაწყების მიზეზი და ეს პირველ რიგში ყოფილი მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული. 
'ოქრუაშვილის ახალი ჩვენებების ძირითადი დატვირთვა სააკაშვილის წინააღმდეგ კომპტომატების გააქტიურება იქნება. ადვილად სავარაუდოა, რომ მან გააღრმავლოს ჩვენებები იგივე ბადრი პატარკაციშვილის საქმესთან დაკავშირებით. მით უმეტეს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მიერ პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაზე მანამდეც საუბრობდა' - აცხადებს სოსო ცინცაძე. 
ექსპერტის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილი ბევრად მნიშვნელოვანი მოწმე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა ნებისმიერი, ვისაც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენებები აქვს მიცემული.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები