მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოსო ჯაჭვლიანი ბიძინა ივანიშვილს საქმეს ურჩევს: „გარეთ ცოტა სხვანაირადაა ყველაფერი...“

 

სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, როცა ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძის საკითხს შეეხო, 'ისეთი ტონით ლაპარაკობდა, არ გავღიზიანებულვარ, რადგან პირადად მე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მისი პირადი აზრი და სხვის აზრს, სხვის ნათქვამს გვეუბნებოდა'.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ოლიგარქი „სახალხო კრების წარმომადგენლებს' შეხვდა, სადაც განაცხადა, რომ „კრებასთან' ნინო ბურჯანაძის გარეშე ითანამშრომლებს. ივანიშვილის ამ გაცხადებას დაემატა იცის, რომ ოლიგარქის გარემოცვამ ამ შეხვედრის მხოლოდ ის ნაწილი გაავრცელა 'ფეისბუქზე', რომელიც თავად აწყობდა.

ივანიშვილის 'ფეისბუქზე' დადებულ ორ წუთიან ვიდეოში კი ისე გამოჩნდა, თითქოს 'სახალხო კრება' ოლიგარქთან თანამშრომლობას ნინო ბურჯანაძის გარეშე აპირებდა, რასაც „კრების' წევრის, ნონა გაფრინდაშვილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. მან ოლიგარქის გარემოცვა ცენზურასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

დღეს კი, პრესა.ჯი'-ს მეშვეობით, ოლიგარქს უკვე მსახიობი სოსო ჯაჭვლიანი პასუხობს.

პრესა.ჯი': ბატონო სოსოივანიშვილის შემოტევას „სახალხო კრებისმისამართით როგორ ახსნით?

სოსო ჯაჭვლიანი: შემოტევა რა... ეს ჩვეულბრივი შეხვედრა იყო. მთავარი იცით რა არის? საქართველოში დღემდე რაც ხდება, ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. რატომ იცით? უპრინციპობაა ყოველთვის, გაუტანლობაა ყოველთვის..

თვლითრომ ბატონი ივანიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მონოპოლიზაციას ახდენსდა თქვენ არაფერი გიკეთებიათ აქამდე?

- როგორ გეკადრებათ. ამოიღონ ის სრული ჩანაწერი, ნახავენ მე რას ვფიქრობ. სვანეთში შემორჩა ძველი ქართული წესი, როცა ერთმანეთში კამათობდა ორი მხარე, ერთს ეტყოდნენ, მოდი ახლა შენ და დაიფიცე ამ ხატის წინაშე, შენ რომ ჩემს ადგილას იყო, როგორ პასუხს გამცემდიო. ამიტომ, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, კრება და მე და ოჯახს ვერ ვუღალატებ.

როგორ ფიქრობთრატომ ამოჭრა შეხვედრის მხოლოდ ერთი ნაწილი ივანიშვილის მხარემ, 'ფეისბუქზედასადებადცენზურა დააწესა?

- ფანჯიკიძეს რომ ჰკითხეს, ასე უპასუხა, ჩვენ რაც გვინდოდა ის დავდეთო. ეს ხომ არასამართლიანია? თუ ფანჯიკიძეც ისევე ჭრის, როგორც ცენტრალური ტელევიზიები ჭრიან, მაშინ რაღაში მჭირდება ბიძინა და რატომ გვინდა ხელისუფლების შეცვლა?

ჩვენი პოზიცია ამ 3 საათიან შეხვედრაში იყო დაფიქსირებული და მხოლოდ ორი წუთი დადეს. რატომ? ზოგს შეიძლება ჰგონია, ჩვენ უცებ მოვიხიბლეთ, თურმე გმირები ვყოფილვართ, მაგრამ ლიდერი გვყოლია ცუდი.

არა, ჩემო ძმაო, თუ ბიძინასთან წავალთ, ასეთი ადამიანები არც მას უნდა მოეწონოს, ასეთ ადამიანებს მე ვეძახი მოღალატეებს. ყველაზე დიდი მილიარდები ჩემთვის არის სიმართლე..

თუ ასე უპასუხა ფანჯიკიძემ, ასე აკეთებს ტელევიზიაც. მაშინ არ გამოგვივა ჩვენ მათთან არაფერი. ახლა თავს იმართლებენ, იმან არ იცოდა, ამან არ იცოდაო... ახლა ხომ ვლაპარაკობთ ამას და თუ არ იცოდნენ, ახლა ხომ გებულობენ და გაგვცენ პასუხი მაშინ...

ივანიშვილი პასუხის ღირსადაც არ გთვლით?

- ჩენ უფრო მაღლა უნდა დავდგეთ საერთოდ.

ივანიშვილმა შემოგთავაზათთქვენთან - „სახალხო კრებასთანვითანამშრომლებმაგრამ თქვენსლიდერ ბურჯანაძესთან არაო... გინდათ ასეთი ბიძინა?

- ეს იყო როგორი რაღაცაა იცი? ამას მე ვეძახი ღალატს... მისი ლაპარაკი ლოგიკაში არ ჯდებოდა. „სახალხო კრება' მინუს ბურჯანაძე, ასე არ გამოვა, მე შეურაცხყოფილი დავრჩები...

თვითონ ბიძინას რად უნდა გვერდში მოღალატეები? მე აქედან იქით გადავხტე და გადმოვხტე, ღალატს ვერავის ვერ ვაპატიებ... ივანიშვილს შეხვედრაზე ვუთხარი, თქვენ რასაც ლაპარაკობთ, ბატონო ბიძინა, მე რომ სიმართლე არ გითხრათ, მერე გარეთ რომ გავალთ, ჩემი თავის შემრცხვება-თქო და გარეთ ცოტა ხსვანაირადაა ყველაფერი, ვიდრე თქვენ ლაპარაკობთ მეთქი.

იგივე „რესპუბლიკელებზე' ვუთხარი, რად უნდა გვერდში უირეიტინგო პარტიები, გარეთ ცოტა სხვანაირად ლაპარაკობენ, ვიდრე თქვენ აქ გველაპარაკებით მეთქი.

მე როცა გამოვედი შეხვედრიდან, დაანგრიეს ჟურნალისტებმა ტელეფონი, არავის ვპასუხობდი, რადგან ასე ვიცოდი და შეთანხმებაც ასეთი იყო, რომ ჯერჯერობით არ უნდა მიგვეცა კომენტარები, რადგან სამუშაო შეხვედრა იყო.

ესენი ადგნენ და ბიძინას მხარემ უჩვენოდ დადო შეხვედრის ნაწყვეტი. დიახ, ბატონო: რომ არ მომეწონა ეს საქციელი მათი მხრიდან, იმიტომ ვაფიქსირებ ჟურნალისტებთან ამას... არ ჰგავს ეს ღირსეულ საქციელს..

როცა ბიძინა ივანიშვილი ნინო ბურჯანაძის საკითხს შეეხო, ისეთი ტონით ლაპარაკობდა, არ გავღიზიანებულვარ, რადგან პირადად მე, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მისი პირადი აზრი და სხვის აზრს, სხვის ნათქვამს გვეუბნებოდა.

ჩვენი აზრი კი, ამ საკითხზე, არის ასეთი - მათ ხელს არ შევუშლით, თუმცა გაერთიანების გარეშე ამ ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა. ეს უნდა იცოდეს ბატონმა ბიძინამ.

„რესპუბლიკელების' რეიტინგი რაცაა, ყველამ იცის და სახალხო კრებას რა რეიტინგი აქვს და ალასანიას რა, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და განსაზღვროს და არა - ბიძინამ ან სხვა ვინმემ...

დარბაზში როცა შევდივართ, ყველა იძახის, მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდებიო და მე კიდევ, მაგაზე მაგრად მეცინება და ვიცი, ვინც გახდება მსოფლიო ჩემპიონი...

ყოველ შემთხვევაში, ასე თუ გააგრძელეს, ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. მარტო ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი... ასე ვერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, დიდი ოპოზიციური ერთობის გარეშე.

ბატონო ბიძინა, არაკაცობაზე ჩვენს ხელს არ მოვაწერთ. გამოჩენის დღიდან ჩვენ სულ მხარს გიჭერთ, ძმაო და, თქვენი მხრიდან სულ გინება რატომ მოდის? ჩვენ მაინც ვამბობთ: თქვენი ჭირიმე, ბოლო-ბოლო ხომ უნდა გვითხრან, რა უნდათ?

თუმცა ჩვენ ხელს არ შევუშლით მათ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ღალატზე ვერ წავალთ.

presa.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები