მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სოხუმში ებრაული თავდაცვითი კომპანია Global CST-ის ხელმძღვანელები ჩადიან

სოხუმში ებრაული თავდაცვითი კომპანიის Global CST-ს ხელმძღვანელები ჩადიან. ამის შესახებ 'აპსნი პრესი' იუწყება. 
კერძოდ, აფხაზეთს შვიწევრიანი დელეგაცია ეწვევა, რომელსაც კომპანიის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ექსხელმძღვანელი ისრაელ ზივი და მოქმედი პრემიერის ყოფილი სამხედრო მდივანი მეირ კლიფი ხელმძღვანელობენ. 
დელეგაციის წევრებს დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მიიღებენ. განიხილება თანამშრომლობა უსაფრთხოების, ტურიზმის, აგროსამრეწველო სფეროებში. დელეგაცია ასევე ეწვევა აფხაზეთის რაიონებს და დაათვალიერებს 'საქართველო-აფხაზეთის საზღვარს'. ვიზიტის ბოლოს კი, დელეგაციის წევრები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენენ. 
სოხუმში ჩასვლამდე, დელეგაცია ბაღაფშს 13 აპრილს მოსკოვში შეხვდა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოების სფეროში არაშეტევითი დანიშნულების აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების საკითხი განიხილა. შეხვედრაზე ისრაელ ზივმა გამოთქვა მზდყოფნა, მიაწოდოს აფხაზეთს უსაფრთხოების სფეროში არაშეტევითი დანიშნულების აღჭურვილობა და სამხედრო ტექნოლოგიები.
'ისრაელის მხარეს ესმის რუსეთთან და აფხაზეთთან სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და მის განვითარებას უჭერს მხარს', - განაცხადა ბაღაფშთან შეხვედრაზე ისრაელ ზივმა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოფიციალურ იერუსალიმთან იყო შეთანხმებული. ებრაული კომპანიის დელეგაციის სოხუმში ვიზიტი 15 აპრილამდე გაგრძელდება.
Global CST კერძო კომპანიაა, რომელიც შეიარაღებული ძალების მომზადებითა და იარაღით ვაჭრობით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიას ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ 5 მილიარდი დოლარი 50 ათასი დაქირავებული მებრძოლისთვის გადაუხადა. კომპანია  ამაზადებს ქვედანაყოფებს კოლუმბისი არმიისთვისაც.

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები