მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სტანისლავ მარგელოვი - მუამარ კადაფის 'სუიციდური გეგმა' აქვს

ლიბიის ლიდერს მუამარ კადაფის 'სუიციდური გეგმა' აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა აფრიკული ქვეყნების საქმეში სტანისლავ მარგელოვმა განაცხადა. 
'კადაფის რეზერვში აქვს რაკეტები, რომლითაც მას ტრიპოლის დაბომბვა შეუძლია, თუმცა კადაფის ამ სახის რაკეტა აქამდე არ გამოუყენებია', - განაცხადა მარგელოვმა. 
მისი თქმით, სწორედ მას განუცხადა კადაფიმ, რომ თუკი ამბოხებულები ტრიპოლის აიღებენ, ის ქალაქს რაკეტებით დაფარავს და ააფეთქებს. ამასთან, მარგელოვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კადაფის რეჟიმს საწვავის მარაგი ეწურება. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები