მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სტიქიით დაზარალებულებთან მისულმა პრემიერმა მოიტყუა (ვიდეო)

,,აბა ნახეთ მერე ჩვენი გაკეთებული' - განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ქარმა ხეები ვერ მოგლიჯა - მაშინ როდესაც იმავე რეგიონში ჟურნალისტებმა სტიქიისგან  წაქცეული არაერთი ხე დააფიქსირეს. 

ბიძინა ივანიშვილი  ქარიშხლის უკანაც  კი პრეზიდენტ სააკაშვილის კვალს ხედავს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გორში ქარიშხლის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსები მოინახულეს. 

ივანიშვილი სტიქიით დაზარალებულების დამშვიდებას შეეცადა და განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობა რეაბილიტაციის პროცესს უკეთესად წარმართავს ვიდრე ამას თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის გუნდი აკეთებდა. ,,აბა ნახეთ მერე ჩვენი გაკეთებული' - განაცხადა ივანიშვილმა და იქვე დასძინა, რომ „ქარმა ხეები ვერ მოგლიჯა'  - მაშინ როდესაც იმავე რეგიონში ჟურნალისტებმა სტიქიისგან  წაქცეული არაერთი ხე დააფიქსირეს. 

ბიძინა ივანიშვილი: საჭიროა, ამ სახლებს სპეციალისტებმა მიხედონ და ტექნოლოგიების გათვალისწინებით მოხდეს სამუშაოების დაწყება. აი, ნახავთ ჩვენ როგორ გავაკეთებთ და მერე თუ ახდის ქარი. მე მგონი არ იყო ისეთი ქარი, რომ ხეები წაექცია და ძირფესვიანად მოეგლიჯა. მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა. სამაგიეროდ, ვნახეთ გადახდილი სახურავები. ასეა, ერთი კაცი არ უნდა აკეთებდეს ამას. ბავშვები აკეთებდნენ ამას მგონი. სამუშაოებს სპეციალისტები უნდა ახორციელებდნენ. 

პრემიერი მიიჩნევს, რომ სიტიქიის ეპიცენტრში ჟურნალისტების სიმრავლე საჭიროებას არ წარმოადგენს. „მგონი არ იყო ამდენი აჟიოტატის ატეხვა ჩემს ჩამოსვლაზე, დავასვენოთ ჟურნალისტებიც. მე სახლების დასათვალიერებლად ჩამოვედი',- განაცხადა ივანიშვილმა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=9WL8Avxi2V8

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები