მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სტრასბურგის სასამართლომ „იმედის“ ჟურნალისტების საქმე წარმოებაში მიიღო

 

ტელეკომპანია 'იმედის' ყოფილი ჟურნალისტების საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. 

ამის შესახებ ინფორმაცია, „ინტერნეტ.ჯი'-ს ჟურნალისტების ადვოკატმა, ლია მუხაშავრიამ დაუდასტურა.

ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ განიხილა დაზარალებული ჟურნალისტების მიერ გაგზავნილი 10 საქმე, დასაშვებად ცნო და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციაც უკვე დაიწყო.

მუხაშავრიას თქმით, აღნიშნული საქმე, რომელიც უძრავ მდგომარეობაში იყო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წლის 15 აპრილს გადაიგზავნა და ამჟამად საქმე უკვე დაიძრა.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები: გიორგი ახვლედიანი, დიანა ტრაპაიძე, ჯონი კალანდაძე, ანი გოჩაშვილი, ირაკლი მოსეშვილი, ნინი საყვარელიძე, თეა სიჭინავა, ნინო ცხვარაშვილი, თენგო მეზურნიშვილი და გიორგი რუხაძე, საქართველოს მთავრობას ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ.

Internet.ge

ე.შ

 

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები