მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სტრასბურგის სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე 'ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ' გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოსარჩელე მხარისთვის გადაწყვეტილების შინაარსი ჯერ უცნობია. 
როგორც ადვოკატმა შალვა შავგულიძემ 'ინტერპრესნიუსს' განუცხადა, ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 22 მარტს გამოიტანა. გადაწყვეტილების შინაარსი კი, მოსაარჩელე მხარისთვის 26 აპრილს გახდება ცნობილი. 
შავგულიძის ინფორმაციით, ამავე დღეს გადაწყვეტილების შინაარსი ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე განთავსდება. 
სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები გირგვლიანის საქმეზე ითხოვენ ევროკონვენციის მუხლების - სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვის და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას და მორალურ კომპენსაიას, ასევე, საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას. 
სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა და მათ 6- წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები