მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> სტროს კა­ნი ამე­რი­კა­ში და­ა­კა­ვეს

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­გი დო­მი­ნიკ სტროს-კა­ნი შა­ბათს ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ამ კე­ნე­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო აერო­პორ­ტ­ში და­ა­პა­ტიმ­რა.

ფონ­დის დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც ამე­რი­კი­დან პა­რიზ­ში უნ­და გაფ­რე­ნი­ლი­ყო, პირ­და­პირ თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში და­ა­კა­ვეს.

მას მიდ­თა­უ­ნის მან­ჰე­ტე­ნის სას­ტუმ­რო­ში 32 წლის ქალ­ბა­ტო­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბა ბრა­ლი.

სტროს-კა­ნი 62 წლი­საა. იგი საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 'სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის' ერთ-ერთ სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტად მო­ი­აზ­რე­ბო­და.

ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა პრეს-სპი­კერ­მა პოლ ბრა­უნ­მა გა­ნაცხა­და, რომ 'ბა­ტონ სტროს კანს ბრა­ლად ედე­ბა მიდ­თა­უნ მან­ჰე­ტე­ნის სას­ტუმ­როს 32 წლის დამ­ლა­გებ­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი იძუ­ლე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კ­ვე­თა.»

რო­გორც სტროს-კა­ნის ერთ-ერ­თ­მა ად­ვო­კატ­მა ბენ­ჟა­მინ ბრაფ­მენ­მა გა­ნაცხა­და, 'ჩვენ ჯერ არ შევ­ხ­ვედ­რილ­ვართ ჩვენს კლი­ენტს'. ად­ვო­კა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ მის კლი­ენტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო­ბენ. თვი­თონ სტროს-კა­ნიც თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს.

სტროს-კა­ნი ად­რე საფ­რან­გე­თის ფი­ნან­ს­თა მი­ნის­ტ­რი იყო. მძი­მე გლო­ბა­ლურ ეკო­ნო­მი­კუ­რი პე­რი­ოდ­ში სა­ვა­ლუ­ტო ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის პოს­ტ­ზე მის მუ­შა­ო­ბას კარ­გად აფა­სებ­დ­ნენ.

მარ­თა­ლია, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნი­სას იგი მა­ღალ შე­ფა­სე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და, თუმ­ცა მის რე­პუ­ტა­ცი­ას პირ­ვე­ლად 2008 წელს მო­ეცხო ლა­ქა, ე.წ უნ­გ­რე­ლი ეკო­ნო­მის­ტის საქ­მის გა­მო, რო­მე­ლიც მი­სი ხელ­ქ­ვე­ი­თი იყო. მა­ში­ნაც სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იყო ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა დო­მი­ნიკ სტროს-კან­მა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბა უარ­ყო და ფონ­დ­მაც მი­სი მხარ­და­ჭე­რა გა­დაწყ­ვი­ტა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მე­ში მი­სი გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი ნაკ­ლე­ბად იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიუ-იორ­კის საქ­მეს, დე­ტა­ლე­ბი ასე­თია: ბრა­უ­ნის თქმით, შა­ბათს, და­ახ­ლო­ე­ბით, დღის 13:00 სა­ათ­ზე ოთა­ხის დამ­ლა­გე­ბე­ლი 2806-ე ოთახ­ში შე­ვი­და. იგი ვა­რა­უ­დობ­და, რომ იქ არა­ვინ იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­დე­საც დამ­ლა­გე­ბე­ლი ჰოლ­ში იყო, სა­ა­ბა­ზა­ნო­დან გა­მო­ვი­და სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი დი­რექ­ტო­რი და 32 წლის დამ­ლა­გე­ბელ ქალ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ზე­წო­ლა სცა­და. რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქალ­ბა­ტონ­მა შეძ­ლო, ოთა­ხი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი­ყო და ყვე­ლა­ფე­რი სას­ტუმ­როს პერ­სო­ნა­ლის­თ­ვის მო­ეთხ­რო, რომ­ლებ­მაც 911-ზე და­რე­კეს. თუმ­ცა, რო­დე­საც პო­ლი­ცია მი­ვი­და, სტროს-კა­ნი ად­გილ­ზე აღარ იყო. პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, სტროს კა­ნი შე­ე­ცა­და, სას­ტუმ­რო სწრა­ფად და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ოთახ­ში ტე­ლე­ფო­ნიც კი დარ­ჩა.

ბრა­უ­ნის თქმით, დამ­ლა­გე­ბე­ლი რუზ­ველ­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტ­რ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე უმ­კურ­ნა­ლეს.

'აუცი­ლე­ბე­ლია, და­ვი­ცა­დოთ, სა­ნამ არ გა­ირ­კ­ვე­ვა, ეს სი­მარ­თ­ლეა თუ პრო­ვო­კა­ცია,' - გან­ცხა­და დი­რექ­ტო­რის ად­ვო­კატ­მა ჟან ვე­იმ. სტროს-კანს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი არა აქვს და აშშ-ში მი­სი საქ­მის სა­სა­მარ­თ­ლო გან­ხილ­ვას არა­ფე­რი და­აბ­რ­კო­ლებს.

სტროს-კა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდს 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მარ­თავს. რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნეთ, მო­მა­ვა­ლი წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში იგი პრე­ზი­დენტ ნი­კო­ლა სარ­კო­ზის სე­რი­ო­ზულ მე­ტო­ქედ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

24 საათი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები