მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> 'სუბარი უნდა გადადგეს'

ქსნის კოლონიის 20-მდე პატიმარმა პირი ამოიკერა. ისინი, კოლონიაში, ბადრაგების მხრიდან პატიმრებზე ზეწოლის ფაქტს აპროტესტებენ. მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ ქსნის კოლონიაში, ისევე როგორც სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებებში, პატიმართა ცემა კვლავ გრძელდება. 

კოლონიის წინ, მესამე დღეა შეკრებილნი არიან პატიმართა ახლობლები და მინისტრ სუბარის კოლონიაში მისვლას ითხოვენ. თუმცა, ამ დრომდე, მინისტრი ქსანში არ ჩასულა.

მეტიც, სუბარის განცხადებით, ყველა პატიმარი თუ მისი ახლობელი, რომელიც კანონს დაარღვევს, მკაცრად დაისჯება. მინისტრი, ციხე-კოლონიებში შექმნილ არეულობებს წინა ხელისუფლებას აბრალებს. პატიმრები და მათი ახლობლები კი, აცხადებენ, რომ მსჯავრდებულებზე ზეწოლა, სუბარის მინისტრობის პერიოდშიც ფიქსირდება. 

'მათ გვითხრეს, არ დაიშალოთ, არ წახვიდეთ, რადგან ცემითა და წამებით გვემუქრებიანო', - განუცხადა 'პრესა.ჯი'-ს პატიმართა ახლობელმა. კოლონიის წინ შეკრებილი პატიმართა ნათესავების ერთი ნაწილი სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვს. 'მან ვერ გაართვა თავი ამ სისტემას. სუბარი უნდა გადადგეს', - აცხადებს პატიმრის დედა, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი სასტიკად სცემეს.   

პრესა.GE

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები