მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს

ტელეკომპანია 'რუსთავი 2'-ის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებას ,,ნიუპოსტი' უცვლელად გთავაზობთ. ,,დღეს, 11:00 საათზე არხის გენერალური დირექტორი, გამოძახებისთანავე გამოცხადდა დაკითხვაზე და ის არ ამბობს უარს ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

შესაბამისად, ტელეკომპანია მიმართავს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დასრულებამდე, გაათავისუფლონ არხის გენერალური დირექტორი და არ დააყენონ სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატირობის შეფარდების თაობაზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,რუსთავი 2'-ის ხელმძღვანელის დაკავება აღიქმება, როგორც არხის მუშაობისთვის ხელის შეშლა და ,,რუსთავი 2'-ზე ზეწოლის მცდელობა.

ჩვენ თხოვნით მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მისცენ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს არხზე მუშაობის საშუალება,' - ნათქვამია განცხადებაში.

newposts.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები