მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ტიმოშენკომ უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა

იულია ტიმოშენკომ უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და ევროკავშირის ლდიერებს იმ ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდა, რომელსაც უკრაინაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ობიექტების მშენებლობისას ჰქონდა ადგილი. 

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნული შინაარსის წერილი ტიმოშენკოს შვილმა ევგენია ტიმოშენკომ მიიღო. მასში უკრაინის ექს-პრემიერი ამჟამინდელ ხელისუფლებას ფულის დატაცებასა და გათეთრებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღნიშნული დანაშაულებები არა მარტო ევრო-2012-ის ფარგლებში ჩატარებულ მშენებლობებს ეხება. 

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი, რომელიც უკრაინაში უნდა ჩატარდეს, კოლონიაში ტიმოშენკოზე ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. არაერთმა ევროპელმა ლიდერმა მისი ბოიკოტირების გადაწყვეტილება მიიღო. 

Internet.ge

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები