მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ტიშკევიჩი ყველა მხარეს მოუწოდებს უარი თქვან ისეთ განცხადებებზე, რომლებიც შესაძლოა, პროვოკაციულად იქნას აღქმული

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ანჟეი ტიშკევიჩი ყველა მხარეს მოუწოდებს გამოიჩინონ თავშეკავება  და უარი თქვან ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პერიოდში, შესაძლოა, პროვოკაციულად იქნას აღქმული. 

ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს.

„ამ რთულ პერიოდში, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012' მიმდინარეობს და საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მეტად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ უარი თქვას ისეთ განცხადებებსა და ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, პროვოკაციულად იქნას აღქმული. ამ პერიოდში ვითარების გაუარესება არავის ინტერესში არ შედის' - ნათქვამია განცხადებაში.

მოცემულ მომენტში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმ საკითხებსა და ქმედებებზე დაკვირვებას უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას, რომლებმაც, შესაძლოა, პროვოკაცია გამოიწვიონ. 

განცხადების თანახმად, ამავდროულად, დაძაბულობის შესამცირებლად, მისია „ცხელი ხაზის' მეშვეობით ყველა მხარესთან განაგრძობს მუშაობას.

ტიშკევიჩის განცხადებით, მისიის მიზანი ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება რჩება. 

ჯეონიუსპრესი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები