მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ტომას მელია ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენლები დღეს დილიდან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის წევრები, რომლებსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია ხელმძღვანელობს „ქრისტიან-დემოკრატიული' მოძრაობის ლიდერ გიორგი თარგამაძს შეხვდნენ.

საუბრის მთავარი თემა წინსაარჩევნო კამპანია იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ თარგამაძემ აღნიშნა, დელეგაცია საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებით დაინრტერესებულია.

„ეს ადამიანები საქართველოზე წლებია მუშაობენ. მათ აინტერესებდათ როგორია წინასაარჩევნო სიტუაცია, მათ შორის მედიის როლი. საუბარი შეეხო პარტიების დაჯარიმების საკითხს და პოლარიზებას',- აღნიშნა „ქდმ'-ს ლიდერმა.

ამ წუთებში კი მელია „ქართული ოცნების' ლიდრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისთვის ემზადება.

დღის სამ საათზე კი მელია მმართველ პარტიას შეხვდება.

internet.ge 

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები