მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ტულუზაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  BBC-ის ცნობით, ფრანგმა სამართალდამცავებმა იმ პირის კვალს მიაგნეს ,რომელმაც ორი დღის წინ ებრაული სკოლის მოსწავლეებს ცეცხლი გაუხსნა. 
ფრანგული ტელეარხების ცნობით, ეჭვმიტანილს ისლამისტურ დაჯგუფებებთან აქვს კავშირი და 24 წლის არის. ამ დროისთვის ტულუზაში მდებარე სახლი, სადაც სავარაუდოდ ეჭვმიტანილი იმყოფება, ალყაშია. 
შემთხვევის ადგილზე მყოფი ჟურნალისტების ცნობით, ისმის სროლის ხმა. პოლიციას ოპერაციის ადგილზე მიყვანილი ჰყავს ეჭვმიტანილის დედა, რათა მასთან მოლაპარაკებების წარმოება მოხერხდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანლის ძმის დაკავების შესახებ. 
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ტულუზაში ებრაული კოლეჯის მოსწავლეებს 19 მარტს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა სამი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. ამავე პირის სახელს უკავშირდება საფრანგეთის სამხრეთში მომხდარი კიდევ ერთი თავდასხმა, რომლის დროსაც აფრიკული წარმოშობის სამი ჯარისკაცი დაიღუპა.  

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები