მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> ტულუზელ ტერორისტს დიდი სამხედრო არსენალი აღმოუჩინეს

 

ტულუზელ მკვლელს, მოჰამედ მერას, 20 ათასი ევროს ღირებულების არსენალი აღმოუჩინეს. იარაღს ის შავ ბაზარზე ყიდულობდა, იუწყება ფრანგული ჟურნალი „პუენი'.

საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლის თქმით, მერამ მოლაპარაკებების დროს პოლიციელებს უთხრა, რომ იარაღში 20 ათასი ევრო გადაიხადა, ფული კი ბინების ძარცვითა და შეიარაღებული თავდასხმების საშუალებით დააგროვა.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში იპოვეს იარაღი, რომელიც, როგორც ივარაუდეს, ტულუზელ ტერორისტს ეკუთვნოდა, რაც დადასტურდა კიდეც.  იარაღი აღმოაჩინეს მანქანაში, რომელიც მოჰამედ მერას სახელზე იყო რეგისტრირებული.

ალჟირული წარმოშობის 23 წლის ფრანგმა მოჰამედ მერამ, ტულუზასა და მონტობანეში 7 ადამიანი მოკლა. ის მოკლეს 22 მარტს, სპეცოპერაციის დროს, როცა ფანჯრიდან გადახტომას და გაქცევას გეგმავდა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები