მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უგულავა ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი, გიგი უგულავა, ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

უგულავას განცხადებით, მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქში სტაბილური ბიზნეს-გარემოს შექმნა და ინვესტიციების მოზიდვაა, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე გიგი უგულავამ ჩეხეთის დელეგაციის წარმომადგენლებს თბილისში არსებული ბიზნეს-გარემო და ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება თბილისში ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შემნას შეუწყობს ხელს. ამ მიმართულებით თბილისის მერია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორთან',- განაცხადა გიგი უგულავამ.

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროს: სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, სამრეწველო, სამშენებლო, ენერგეტიკის, საკონსულტაციო და საფინანსო სექტორის 20-მდე კომპანიის წარმომადგენლები შედიან.

დელეგაციას  ჩეხეთის პარლამენტის სენატის თავმჯდომარე მილან სტეჩი ხელმძღვანელობს. 

ვიზიტის მიზანი საქართველოში ბიზნეს-პარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთანამშრომლობის დამყარებაა.

internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები