მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უგულავა: დღეს რომ საქართველო ფეთქავს რუსეთ-საქართველოს ომებში დაღუპული გმირების დამსახურებაა

„ხსოვნის კვირეულის' ფარგლებში სახელმწიფო დროშა თბილისის მერმა გიგი უგულავამ მერიის შენობის წინ პირადად დაუშვა.

უგულავამ თანამშრომლებთან ერთად გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მერის განცხადებით, ის რომ დღეს საქართველო ფეთქავს, რუსეთ-საქართველოს ომებში დაღუპული გმირების დამსახურებაა.

„ჩვენ შეგვიძლია ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს- ამ გენიალურმა სიტყვებმა დღეს ჩემთვის სხვა ჟღერადობა შეიძინა. საქართველო როგორც სახელმწიფო ამ ბიჭების დამსახურებაა',- განაცხადა უგულავამ.

მერი სხვადასხვა დროს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის ფაქტებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ჩრდილოელმა მეზობელმა ქართული სახელმწიფოებრიობის გატეხვა ვერ შეძლო.

„თანამედროვე ისტორიის მიხედვით, რუსეთი ქართველ ხალხს 1989 წლის 9 აპრილს დაუპირისპირდა და რუსთაველის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები ნიჩბებით ჩახოცა, დაუპირისპირდა 92-93 წლებში და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარები შეიყვანა. ბოლოს 2008 წელს რუსეთი ლეგიტიმური მთავრობის დამხობას შეეცადა და მძინარე ქალაქს ცეცხლი გაუხსნა',- აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 და 8 აგვისტოს, მთელი საქართველოს მასშტაბით, დღეს დილიდან  სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ორი დღით წინასაარჩევნო ღონისძიებებიც შეწყდა.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები