მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უდიპლომო სარძლო და ქართველების აქცია ნიუ იორკში

ეს არის კადრი, ნიუ იორკში, საქართველოს საგარეო კურსის ურღვეობის მხარდასაჭერად გამართული აქციიდან. აქცია გუშინ, თბილისის დროით 18 საათზე დაიწყო და მას ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველები ესწრებოდნენ. აქციაზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ალექსანდრე (კახა) ლომაია. 

აქციის მონაწილეთა განცხადებით, პრემიერ მინისტრი ივანიშვილი და მისი მთავრობა პრორუსული ორიენტაციისა და ოლიგარქის მიზანი საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევაა. 

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა საქართველოში მიმდინარე პრორუსული პროცესები გააპროტესტეს და არც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მინისტრი, თეა წულუკიანი დაივიწყეს. 

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის  მინისტრს მამის, ავთანდილ წულუკიანის სისხლიანი წარსული(ავთანდილ წულუკიანი ყოფილი მოსამართლეა და მან 20 პატიმარს დახვრეტის განაჩენი გამოუტანა)შეახსენეს და მას 'უდიპლომო სარძლო' უწოდეს. 

შეგახსენებთ, რომ ქართული კანონმდებლობით, იუსტიციის მინისტრს აუცილებლად უნდა ჰქონოდა უმაღლესი იურიდიული განათლება - იურისტის დიპლომი.

თუმცა, გაირკვა, რომ ქალბატონ წულუკიანს უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვს. შესაბამისად, ის, იურისტების აზრით, რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ იკავებდა იუსტიციის მინისტრის პოსტს. 

მოგვიანებით, ქალბატონი თეა ავთანდილოვნას ინიციატივით პარლამენტმა კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც იუსტიციის მინისტრისათვის იურისტის დიპლომი ქონა აუცილებელი აღარ არის.

პრესა.GE

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები