მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უზენაეს სასამართლოს უკრაინის სასამართლოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის უზენაესი სასამართლოს დელეგაცია ეწვია.

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ანატოლი იერემას ხელმძღვანელობით, უკრაინელი მოსამართლეები  ქართულ სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმას გაეცნობიან.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს.

სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ქართულ სასამართლო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების უკეთ გაცნობის მიზნით უკრაინელი მოსამართლეები  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე თბილისისა და მცხეთის საქალაქო სასამართლოებს ეწვევიან.

ვიზიტი სამ დღეს გაგრძელდება. უკრაინის დელეგაცია საქართველოს 26 მაისს დატოვებს.

Internet.ge

ე.შ

 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები