მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება

უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისთვის, ხელმძღვანელობისთვის და/ან მასში მონაწილეობისთვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. 
როგორც 'ინტერპრესნიუსისთვის' გახდა ცნობილი, ამ მიზნით ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება.
კერძოდ, დღეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
პარლამენტში მომზადებული კანონპროექტით კი, ეს ქმედება ექვსიდან თორმეტ წლამდე დაისჯება.
ასევე, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა დღეს მოქმედი ნორმით, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
კანონპროექტით კი, რომლის განხილვაც პარლამენტში იგეგმება, ეს ქმედება სამიდან შვიდ წლამდე დაისჯება. 
აქამდე მოქმედი ნორმით, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებად მიიჩნეოდა ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაჯგუფება. ცვლილებების პროექტით კი, ფორმირების განმარტება ფართოვდება.
კერძოდ, ფორმირება გულისხმობს ნებისმიერ ფორმირებას, რომელიც შეიარაღებულია ცეცხსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით, ფეთქებადი ან ადვილად აალებადი ნივთებით, ასაფეთქებელი მოწყობილობით, ცრემლსადენი, რადიოაქტიური, ნევრულ-პარალიტიკური მოქმედების ან მომწავლელი ნივთიერებით, ცივი იარაღით ანდა ნებისმიერი მოწყობილობით ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად.
რაც შეეხება აქამდე არსებულ შენიშვნას, რომ ის, ვინც ნებაყოფლობით შეწყვიტა უკანონო ფორმირებაში საქმიანობა და ჩააბარა იარაღი და ჩამოთვლილი საგნები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება, თუ მის ქმედებაში სხვა დანაშაულის ნიშნები არ არის, უცვლელი რჩება.
აღნიშნული ინციატივის განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა, შესაბამასად, უცნობია შეეხება თუ არა ახალი რეგულაციები 26 მაისის აქციის დროს დაკავებულ პირებს.
ინიციატივის ავტორები არიან დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, გიორგი ჩივიაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა. 

ინტერპრესნიუსი

ე.შ

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები