მთავარი სიახლეები პროექტები ვიდეო/ფოტო რეგისტრაცია ბმულები
    მთავარი >> news >> უკრაინაში დავით გურამიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება

უკრაინის ქალაქ მირგოროდში  ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის გარდაცვალებიდან 220 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. 
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს  მუზეუმის ფასადზე, ქართული დიასპორის ხელშეწყობით, ქართულ და უკრაინულ ენებზე პოეტის მემორიალური დაფა გაიხსნება. 
ღონისძიების ოფიციალური გახსნის შემდეგ მოეწყობა ქართველი ფოტოგრაფის, შალვა ლონდარიძის ნამუშევრების ფოტოგამოფენა. პოეტის საფლავზე გადაიხდიან სულის მოსახსენებელ პარაკლისს და სტუმრები პოეტის ხსოვნას პატივს მიაგებენ.
ქალაქის ცენტრში, გურამიშვილის ქუჩასთან ახლოს, პოეტის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ჩატარდება, რომელშიც ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების კოლექტივებთან ერთად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიჭუნათა ფოლკლორული ანსამბლი 'მართვე' მიიღებს.
გურამიშვილი სწორედ უკრაინაში გარდაიცვალა. უკრაინაშია მისი სახელობის სახლმუზეუმიც. 
 internet.ge

ე.შ 

მსგავსი თემები
ქართული წარმომადგენლობები ეკლესია ქართული ორგანიზაციები ქართული ბიზნესი აშშ-ში ხელოვნება და სპორტი ჩვენს შესახებ კონტაქტი საქართველოს შესახებ Facebook - შემოგვიერთდით
ქართული სატელევიზიო არხები